თამარ ბერუჩაშვილი გრემისხევიდან მამაკაცის გატაცების ფაქტზე პირველ კომენტარს აკეთებს
საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი გრემისხევის თემის სოფელ ქარქუსაანში მომხდარი გატაცების შესახებ პირველ კომენტარს აკეთებს. მინისტრი განმარტავს, რომ მას ამ კონრეტულ შემთხვევაზე ინფორმაცია არ აქვს, თუმცა ზოგადად გატაცებების ფაქტს კიდევ ერთხელ გმობს და აცხადებს, რომ “ეს არის ადამიანის უფლებების უხეში დარღვევა.”
„გატაცება ეს არის აბსოლუტურად მიუღებელი, ეს არის სრული დარღვევა, როგორც ადამიანთა უფლების, ისე ყველა შეთანხმების, რაც აქვს საქართველოს გაფორმებული რუსეთთან 2008 წელს. ეს არის ის სამწუხარო რეალობა, რომელსაც აწყდება მოსახლეობა“, – განაცხადა ბერუჩაშვილმა. შეგახსენებთ, რომ გრემისხევის თემის სოფელ ქარქუსაანის სასაფლაოდან 42 წლის მამაკაცი გაიტაცეს, რომელიც სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა.