გრემისხევის თემიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს

გრემისხევის თემიდან კიდევ ერთი ქართველი გაიტაცეს. 42 წლის გია სოლაშვილი სოფელ ქარქუსაანში სიდედრის დაკრძალვაზე იმყოფებოდა და ის სოფლის სასაფლაოდან გაიტაცეს. სასაფლაო ე.წ. საზღვართან მდებარეობს. სოლაშვილი ამ დრომდე არ დაკავშირებია ოჯახის წევრებს.
ზუსტი ინფორმაცია მისი ადგილსამყოფელის შესახებ უცნობია, თუმცა სავარაუდოდ, ის ცხინვალის იზოლატორშია გადაყვანილი. “ამ დრომდე არ დაგვკავშირებია. არც ის ვიცით, ჰქონდა თუ არა ტელეფონი თან წაღებული. საიდანაც ჩემი სიძე აიყვანეს, იქიდან 200 მეტრში არის ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ტრაფარეტი, იმ ტრაფარეტის გასწვრივ არაფერია გავლებულია“, – აცხადებს დაკავებულის ახლობელი ვახტანგ ქარქუცაშვილი. იმის გამო, რომ სოფლის სასაფლაო ოკუპირებულ ტერიტორიას ესაზღვრება, სოლაშვილების ოჯახი ვერც გარდაცვლილის დაკრძალვას ახერხებს. ადგილობრივი რწმუნებულის ინფორმაციით, ბოლო ერთი თვის მანძილზე ეს გრემისხევის თემიდან გატაცების მეხუთე შემთხვევაა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები