გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბავარიის პრინცს შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ბავარიის სამეფო ოჯახის წინამძღვარს, ბავარიის პრინცს ლუიპოლდ რუპერტ ჰაინრიხს შეხვდა.
საუბარი შეეხო საქართველოს საინვესტიციო მიმზიდველობას და იმ კულტურულ-სავაჭრო სოციალურ-პოლიტიკურ ურთიერთობებს, რომელიც საქართველოს და გერმანიას დიდი ხანია აკავშირებს.
საქართველოს პრეზიდენტმა ბავარიის პრინცისგან და კომპანია „კასტელის“ ხელმძღვანელისგან ინფორმაცია მოისმინა კომპანია კასტელის ბაზაზე საქართველოში გერმანულ-ქართული ინვესტიციით დამზადდებული ბავარიული სამეფო ლუდი „ კალტემბერგის“ შესახებ.