გიორგი მარგველაშვილმა ლიდერ ქალებს უმასპინძლა
საქართველოს პრეზიდენტის სასახლეში საერთაშორისო ქალთა ფორუმის „ევროვუმენის“ და ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების ლიდერი ქალების ოფიციალური მიღება გაიმართა.
შეხვედრაზე საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუმრებს სიტყვით მიმართა და საზოგადოებაში ქალთა როლის გაზრდაზე ისაუბრა.
მისი თქმით, იგი მზად არის მხარი დაუჭიროს ყველა წამოწყებას, რომლებიც ქალთა უფლებების დაცვის, მათი როლის გაზრდისა და გააქტიურებისაკენ იქნება მიმართული.
გიორგი მარგველაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, გაიზაროდოს ქალთა როლი საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში.
ალთა საერთაშორისო ფორუმი EUROWOMAN -ი თბილისში მესამედ იმართება. ღონისძიებაში ლიდერი ქალები მონაწილეობენ.