გიორგი მარგველაშვილი: მწამს, რომ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას ალტერნატივა არ აქვს

დღეს ჩვენ პატივისცემით ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზეთის მიწის შვილებს, ასევე გულისტკივილით ვიხსენებთ ძმათა შორის ომს – ასე გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღევანდელ სახალხო დღესასწაულს, “აფხაზეთობას”.
როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, საქართველო ევროპული განვითარების გზას შეუქცევადად ადგას და სურს, რომ ეს გზა ქვეყანამ აფხაზ და ოს ხალხთან ერთად განვლოს.

საქართველოს პრეზიდენტს მიაჩნია, რომ კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებასა და თანამშრომლობას, ალტერნატივა არ აქვს.

“დღეს საქართველოში “აფხაზეთის დღე” აღინიშნება. ეს დღე უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ინიციატივით, იესოს ერთ-ერთი მოციქულის, აფხაზეთის მიწაზე დაკრძალული წმინდა სვიმონ კანანელის ხსენების დღეს დაწესდა. დღეს ჩვენ პატივისცემით ვიხსენებთ ჩვენს თანამემამულეებს, აფხაზეთის მიწის შვილებს – მწერლებსა და მეცნიერებს, სპორტსმენებსა და საზოგადო მოღვაწეებს. დღეს ასევე გულისტკივილით ვიხსნებთ ძმათა შორის ომს. ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ წარსული, მაგრამ ორინეტირებულნი უნდა ვიყოთ მომავალზე – უნდა მოვძებნოთ და განვაახლოთ ის ინტერესები და ფასეულობები, რაც ოდითგანვე აერთიანებდა ჩვენს ხალხებს. დღეს საქართველო შეუქცევადად ადგას ევროპული განვითარების გზას და ჩვენი გულწრფელი სურვილია, რომ იგი აფხაზ და ოს ხალხთან ერთად გავნვლოთ. ღრმად მწამს, რომ კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას, ურთიერთგაგებასა და თანამშრომლობას, დემოკრატიული და მშვიდობიანი სახელმწიფოს ერთობლივ შენებას ალტერნატივა არ აქვს”, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები