უჩა ნანუაშვილი ეუთოს წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში ანჯელო გნედინგერს შეხვდა

საქართველოს სახალხო დამცველი ეუთოს სპეციალური წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიაში და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანა-თავმჯდომარეს ანჯელო გნედინგერსა და ეუთოში სერბეთის რესპუბლიკის მუდმივი წარმომადგენლობის მრჩეველს იოვიცა ცეკიჩს შეხვდა.

როგორც „კვირას“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, შეხვედრაზე ომბუდსმენმა ხაზი გაუსვა ჟენევის დისკუსიების მნიშვნელობას, გალში ინციდენტების პრევენციისა და რეაგირების მექანიზმის აღდგენის აუცილებლობასა და ორმხრივი თემატური შეხვედრების საჭიროებას.

ანჯელო გნედინგერის განცხადებით, გასულ წელს ომბუდსმენის ოფისმა მნიშვნელოვანი სამუშაო გასწია კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის უფლებების მონოტორინგისა და დაცვის კუთხით. მან ასევე გაამახვილა ყურადღება კონფლიქტების მშვიდობიან დარეგულირებასა და ნდობის აღდგენის პროცესში სახალხო დამცველის განსაკუთრებულ როლზე.

აღსანიშნავია, რომ 2014 წლის სახალხო დამცველის საპარლამენტო ანგარიში ვრცლად მიმოიხილავს კონფლიქტებით დაზარალებული მოსახლეობის უფლებრივ მდგომარეობას, მათ შორის ოკუპირებულ ტერიტორიებზე. ასევე, მომზადდა სამი სპეციალური ანგარიში და 4 რეკომენდაცია და კონსულტაცია გაეწია 300-მდე კონფლიქტით დაზარალებულ პირს, როგორც საქართველოს კონტროლირებადი, გამყოფი ხაზის სოფლებში, ისე აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები