დავით ნარმანია: ორბელიანის ქუჩაზე მცხოვრებ დაზარალებულ მოსახლეობას გამგეობა დაეხმარება
თბილისში, ორბელიანის 36 ნომერში, საცხოვრებელი სახლის კედლის ნგრევის შედეგად დაზარალებულ ოჯახებს გამგეობა თავის კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც ნარმანიამ აღნიშნა, რაიონის გამგეობის წარმომადგენლები უკვე ადგილზე არიან და რაც შეეხება ჩამონგრეულ სახლს, მისივე თქმით, სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია და მასზე გამაგრებითი სამუშაოების წარმოება შეუძლებელი იყო.
შეგახსენებთ, თბილისში, ორბელიანის ქუჩა N36 ნომერში, იტალიურ ეზოში, სახლის საყრდენი კედელის ნაწილი ჩამოიშალა. კედლის ჩამოშლის შედეგად დაშავებულია 27 წლის მამაკაცი. როგორც დაზარალებულის ოჯახი წევრები აცხადებენ, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მას სხეულზე მცირე დაზიანებები აღენიშნება.
დაშავებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. აღნიშნული შემთხვევა დღეს დილის 10 საათზე მოხდა.