არჩილ თალაკვაძე: საქართველომ საშინაო დავალება კარგად შეასრულა
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ არჩილ თალაკვაძემ დეკლარაციის საბოლოო ვარიანტი შეაფასა.
როგორც მინისტრის მოადგილემ განაცხადა, საქართველომ საშინაო დავალება კარგად შეასრულა.
„მოლდოვას, რომელიც ამ შემთხვევაში მაგალითად გამოდგება ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მოთხოვნების შესრულების შემდეგ როდესაც დაუდასტურეს სრული შესაბამისობა თითქმის წელიწადნახევარი დასჭირდა, რომ უვიზო რეჟიმი მიეღო. ასე, რომ შეგვიძლია ვთქვათ საქართველომ საშინაო დავალება კარგად შეასრულა“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.