რუსეთის საგარეო უწება: ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ჩაიბურტყუნა საკუთარი არაადეკვატური პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით
რიგის “აღმოსავლეთ პარტნიორობის” სამიტს რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა.
როგორც რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაშია აღნიშნული, სამიტის განმავლობაში ზოგიერთი მონაწილის მიერ ხელიდან იქნა გაშვებული კიდევ ერთი შესაძლებლობა, კონტინენტის გახლეჩის თავიდან ასარიდებლად გადადგმულიყო ნაბიჯი.
ამასთან, განცხადების თანახმად, რუსეთი “აღმოსავლეთ პარტნიორობის” მონაწილეებს არ ედავება გაამყაროს ევროკავშირთან ურთიერთობა, თუმცა ევროკავშირს მოუწოდებს, აღნიშნული პროცესი განახორციელოს თანასწორუფლებიანობის საფუძველზე, სახელმწიფოთაშორის ისტორიული კავშირების გათვალისწინებით მეზობლებთან.
“რუსეთი ევროპული ცივილიზაციის განუყოფელი ნაწილია, გამოდის იქიდან, რომ ამა თუ იმ სახელმწიფოს ევროპული მატრიცასადმი კუთვნილება არ არის დამოკიდებული რაიმე გადაწყვეტილებებზე ან აღიარებაზე. მისი დამკვიდრება ცოცხალი პროცესია. მან უნდა დააახლოოს ყველა ევროპელი ლისაბონიდან ვლადივოსტოკამდე და არა გახლიჩოს ისინი ცრუ კითხვით – თქვენ ვისთან ხართ ?!“ ვადასტურებთ, ევროკავშირთან, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებთან და დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობასთან კონსტრუქციული თანამშრომლობის მზადყოფნას ერთიანი ეკონომიკური და ჰუმანიტარული სივრცის ასაშენებლად, ატლანტის ოკეანიდან წყნარ ოკეანემდე ყველასთვის, ერთიანი და განუყოფელი უსაფრთხოების საფუძველზე”, – აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
განცხადებაში ასევე საუბარია ევროკავშირის მიერ ყირიმთან დაკავშირებით დაფიქსირებულ პოზიციაზე.
“აღვნიშნავთ, რომ ევროკავშირმა კიდევ ერთხელ ჩაიბურტყუნა საკუთარი არაადეკვატური პოზიცია ყირიმთან დაკავშირებით. ევროკავშირის ზოგიერთი წევრი ქვეყნის ხელმძღვანელსა და ბრიუსელის წარმომადგენლებს კიდევ მოუწევთ ისწავლონ თავისუფალი არჩევნისა და ხალხის ნების პატივისცემა, რომელთა შესახებაც სხვადასხვა კონტექსტში მათ ასე უყვართ განხილვები”, – ნათქვამია რუსეთის საგარე საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.