მაია ფანჯიკიძე: რიგის სამიტის დეკლარაციის ტექსტში აღნიშნულია მხოლოდ პროგრესი

საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრის მაია ფანჯიკიძის შეფასებით, რიგის სამიტის დეკლარაციის ტექსტში აღნიშნულია მხოლოდ პროგრესი და არა განსაკუთრებული ან დიდი პროგრესი, რასაც მიაღწია საქართველომ.

მისივე განცხადებით, აღნიშნული აფიქრებინებს, რომ საქართველოს მთავრობამ ყველა კრიტერიუმი არ შეასრულა.

„დეკლარაციის ტექსტში არის აღნიშნული არის მხოლოდ პროგრესი და არა განსაკუთრებული, ან დიდი პროგრესი, რასაც მიაღწია საქართველომ ამ მიმართულებით. ეს მაფიქრებინეს, რომ ძალიან ბევრი რამ არ არის შესრულებული. პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც ცვენზე აღარ არის დამოკიდებული, უფრო იოლი მისაღწევი იქნებოდა, ჩვენ რომ ტექნიკური მხარე 100%-ით გვქონდეს შესრულებული. ეს არის საქართველოს მთავრობის დიდი ჩავარდნა. ჩვენ უნდა მოვთხოვოთ მთავრობას, რომ ყველა კრიტერიუმი შეასრულოს“, – განაცხადა ფანჯიკიძემ.

ლატვიის რესპუბლიკის დედაქალაქში „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ რიგით მეოთხე სამიტი გაიმართა. აღმოსავლეთ პარტნიორობის რიგის სამიტის დეკლარაციის საბოლოო ვარიანტის დოკუმენტში საქართველოსა და უკრაინისთვის ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის გაუქმების ზუსტი თარიღის შესახებ ჩანაწერი არ არის. თუმცა აღნიშნულია, რომ საკითხზე გადაწყვეტილება მას შემდეგ იქნება მიღებული, რაც ევროკომისია წლის ბოლომდე ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის შესრულების შესახებ დასკვნას მოამზადებს. დოკუმენტში ასევე წერია, რომ ყველა პუნქტის შესრულების შემდეგ გაკეთდება პროგრესის შესახებ დასკვნა, რის შემდეგაც ევროკომისია ევროპარლამენტსა და ევროპულ საბჭოს შესთავაზებს უკრაინისა და საქართველოს მოქალაქეების სავიზო მოთხოვნებისგან გათავისუფლებას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები