“ჩემს ძვირფას დროს მერკელთან ან თუნდაც ლატვიის პრეზიდენტთან სააკაშვილზე სასაუბროდ გამოვიყენებ?!”

პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მას არცერთი ქვეყნის ლიდერთან ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით არ უსაუბრია. 
როგორც ღარიბაშვილი აცხადებს, არ აპირებს მიხეილ სააკაშვილის არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარი გააკეთოს.
“ძალიან მეცოდება ბატონი სააკაშვილი. ის არის წარსული, ნუ საუბრობთ და ნუ მეკითხებით მასზე. არ მაქვს სურვილი, რომ ვისაუბრო რაღაც გაუგებარ სასაცილო განცხადებებზე. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ მე ჩვენს ძვირფას დროს გამოვიყენებ, თუნდაც მერკელთან, ან ლატვიის პრეზიდენტთან იმისთვის, რომ ვისაუბრო სააკაშვილზე. ვინ არის სააკაშვილი, ის არის წარსული. არ მსურს მის ასეთ არასერიოზულ განცხადებებზე კომენტარი გავაკეთო”, – განაცხადა ღარიბაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ექსპრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მთავრობის მეთაური რიგაში მის ექსტრადირებასთან დაკავშირებით სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს ესაუბრება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები