ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიიდან საქართველოს მოქალაქე გაათავისუფლეს
საოკუპაციო ზოლის მიმდებარე სოფელ არცევთან რამდენიმე დღის წინ დაკავებული ალექსანდრე ჭელიძე ე.წ. სამხრეთ ოსეთის სახელმწიფო საზღვრის დაცვის თანამშრომლებმა გაათავისუფლეს, – ამის შესახებ „კვირას“ შს სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს.
მათივე ცნობით, ალექსანდრე ჭელიძე ქართული მხარისა და საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ მოლაპარაკებების შედეგად გათავისუფლდა.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქ თბილისის მცხოვრები, 1978 წელს დაბადებული ალექსანდრე ჭელიძე რუსეთში გამგზავრებას და შემდეგ უკრაინის ტერიტორიაზე გადასვლას ცდილობდა, რის შედეგადაც „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით დააკავეს.