კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო კულტურული განვითარების მსოფლიო დღეს აღნიშნავს
21 მაისს, კულტურული განვითარების მსოფლიო დღე აღინიშნება. ამ თარიღს ღონისძიებით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროც უერთდება.
21 მაისს, 16:00 საათზე, კავკასიურ სახლში გამოფენა მოეწყობა, რომლის ფარგლებშიც 10 ეთნიკური უმცირესობა – ქისტები, ჩეჩნები, ოსები, აზერბაიჯანელები, იეზიდები, სომხები, ებრაელები, ჩეხები, გერმანელები და ლატვიელები საკუთარ კულტურას წარმოადგენენ. გამოფენილი იქნება კავკასიის ხალხების ურთიერთობის თემატიკაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და ასევე, კავკასიური სახლის მიერ გამოცემული წიგნები.
დამთვალიერებელს მულტინაციონალური სამზარეულოს დაგემოვნების საშუალებაც ექნება. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე და შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი დაესწრებიან.
გაეროს ინიციატივით დაარსებულ ამ დღესასწაულს სხვაგვარად „კულტურული მრავალფეროვნების მსოფლიო დღესაც“ უწოდებენ. უნივერსალური კულტურული მრავალფეროვნების დეკლარაცია იუნესკომ 2001 წელს მიიღო, 2002 წლის დეკემბერში კი გაეროს გენერალური ასამბლეამ თავის რეზოლუციაში 21 მაისი კულტურული განვითარების მსოფლიო დღედ გამოაცხადა