ე. წ. სამხრეთ ოსეთში ნაღმზე ორი ადამიანი აფეთქდა
ცხინვალის სიახლოვეს, სოფელ კეხვში ნაღმზე ორი ადამიანი აფეთქდა. სააგენტო „რესის“ ინფორმაციით, ერთ-ერთი დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა. მეორე რეანიმაციაში იმყოფება.
„ერთ-ერთი დაშავებულის გადარჩენა ვერ მოხერხდა. ეს არის 1989 წელს დაბადებული ფრონტიკ გაბარაევი. მეორეს მდგომარეობა სტაბილურია“, – განაცხადა ცხინვალის საავადმყოფოს დირექტორმა მაირბეკ კოკოევმა.
ე.წ. სამხრეთ ოსეთის „შინაგან საქმეთა სამინისტროს“ ინფორმაციით, ორივე ადამიანი ქვეითსაწინააღმდეგო ნაღმზე აფეთქდა. ეს იმ დროს მოხდა, როდესაც ცენტრალური ტრასის სიახლოვეს მდებარე მინდორში გამნაღმველები მუშაობდნენ.