ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „ხელშეკრულების“ რატიფიცირების საკითხში სპეციალურ წარმომადგენლად გრიგორი კარასინი დაინიშნა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინი სახელმწიფო სათათბიროს პალატებში ე.წ. სამხრეთ ოსეთთან „მეკავშირეობისა და ინტერგაციის ხელშეკრულების“ რატიფიცირების საკითხში თავის წარმომადგენლად დანიშნა. „რია-ნოვოსტის“ ცნობით, შესაბამისი დოკუმენტი სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე განთავსდა.
გროგორი კარასინი საქართველოსთან მოლაპარაკების საკითხებში რუსეთის დელეგაციას ხელმძღვანელობს. საქართველოს მხრიდან ამ მოლაპარაკებებში პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენელი ზურაბ აბაშიძე მონაწილეობს, რის გამოც მოლაპარაკებას „აბაშიძე-კარასინის ფორმატსაც“ უწოდებენ. რუსეთსა და ე.წ. სამხრეთ ოსეთს შორის „სამეკავშირეო ხელშეკრულება“ მოსკოვში 2015 წლის 18 მარტს გაფორმდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები