“ავსტრიელი მეგობრები მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში აქტიური ინტეგრაციის პროცესს”
ავსტრია მყარად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითრებას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ავსტრიელ კოლეგასთან ჰაინც ფიშერთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისივე შეფასებით, ეს ვიზიტი ქვეყნებს შორის ურთიერთობას ახალ ენერგიას მისცემს.
როლგორც მარგველაშვილმა ღნიშნა, მან ავსტრიის პრეზიდენტს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე ქვეყნის ევროინტეგრაციის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
“მივესალმები ავსტრიის ოფიციალურ დელეგაციას, რომელიც ჩვენი ქვეყნების ურთიერთობების თვალსაზრისით ძალიან მნიშნელოვანია, რადგან ეს არის ავსტრიის პირველი ოფიციალური დელეგაცია საქართველოში და ბუნებრივია, იმ თანამშორმელობას, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებს შორის არსებობს, ეს ვიზიტი ახალ იმპულსს და ახალ ენერგიას მისცემს. შეხვედრის დროს ვისაუბრეთ იმ თემატიკის შესახებ, რომელიც შეეხებოდა როგორც ორმხრივ, ისე საერთაშორისო კონტექსტებს. პირველ რიგში ჩვენ გამოვხატეთ მადლიერება ავსტრიელ მეგობრებთან, რადგან ისინი აქტიურად და მყარად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მხარს უჭერენ საქართველოს ევროკავშირში აქტიური ინტეგრაციის პროცესს. ჩვენ ვისაუბრეთ შავი ზღვის რეგიონის განვითრებაზე. აქ ჩვენი ავსტრიელი მეგობრები ძალიან აქტიურები არიან. სწორად ხედავენ საქართველოს მნიშვნელოვან როლს და ეხმარებიან საქართველოს იმ მიმართულებით, რომ შავი ზღვის რეგიონი განვითარდეს როგორც თანამშრომლობის, მეგობრობის და შესაძლებლობის რეგიონი. ჩვენ ვისაუბრეთ რეგიონის საფრთხეების შესახებაც. ის სირთულეები, რომელიც რეგიონშია შექმნილი, დაძაბულობა, რომელიც უკრაინაშია, დაძაბულობა, რომელიც საქართველოში იყო, ხელს უშლის რეგიონის მშვიდობიან განვითარებას და ბუნებრივია, ჩვენ ვხედავთ, რომ ავსტრია მყარად უჭერს მხარს ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან განვითრებას”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
მისივე თქმით, ავსტრიელ კოლეგას იმ შესაძლებლობების შესახებ ესაუბრა, რომელიც საქართველოს, ასოცირების ხელშეკრულებით ექმნება.
“იმ ეკონომიკური პოტენციალის შესახებ, რაც საქართველოს გააჩნია ასოცირების ხელშეკრულების გაღმრმავების და იმპლემენტირების შემთხვევაში. გამოვხატეთ იმედი, რომ რიგაში იქნება მიღებული ნათელი გადაყწვეტილებები საქართველოს ევროპაში მომავალი ინტეგრაციის თაობაზე და იმ სამუშაოს თაობაზე, რომელიც საქართველომ, როგორც სახელმწიფომ განახორციელა ბოლო პერიოდის განმავლობაში. ვისაუბრეთ იმ ბიზენსთანამშორმლობის შესახებ, რომელიც გვაქვს ავსტრიასთან, მადლიერება გამოვხატეთ იმ პროექტებზე, რომელსაც ავსტრია საქართველოში ახორციელებს და მივესალმები იმ ბიზნესფორუმს, რომელიც ხვალ გაიხსნება და ბუნებრივია, ახალ პოტენციალს შესძენს ჩვენს ურთიეურთობებს. ავსტრიასა და საქართველოს შორის არსებობს მნიშვნელოვანი სფერო კულტურული თანამშრომლობის თვალსაზრისით და ბუნებრივია ეს ვიზიტიც ამ საკითხის გაღრმავებას შეუწყობს ხელს”, – განაცხადა პრეზიდენტმა.
ავსტრიის პრეზიდენტი საქართველოს ორ დღიანი ვიზიტით ეწვია. ვიზიტის ფარგლებში ჰაინც ფიშერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილსა და საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარესს ილია მეორეს შეხვდება. ჰაინც ფიშერი ავსტრიის დელეგაციასთან ერთად ბიზნესფორუმშიც მიიღებს მონაწილეობას.