ანატოლი ხრულიოვი ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური შტაბის უფროსად დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის გენერალური შტაბის უფროსის მოადგილემ ვლადიმერ ანუამ ე.წ. პრეზიდენტ რაულ ხაჯიმბას გენერალური შტაბის ახალი უფროსი წარუდგინა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ის წარდგინების შემდეგ მოვალეობების შესრულებას დაიწყებს. ანატოლი ხრულიოვი 2006-2010 წლებში რუსეთის 58-ე არმიას მეთაურობდა. ეს შენაერთები 2008 წლიი აგვისტოს ომის დროს საქართველოში შემოიჭრნენ. თავად ხრულიოვმა აგვისტოს ომის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მძიმე ჭრილობა მიიღო და ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები