გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ირანში იმყოფება

18 მაისს დაიწყო საქართველოს ვიცე–პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის სამუშაო ვიზიტი ირანის ისლამურ რესპუბლიკაში.
როგორც „კვირას“ ეკონომიკის სამინისტროდან აცნობეს, ვიზიტის ფარგლებში საქართველოს ვიცე–პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა შეხვედრები გამართა ირანის საგარეო საქმეთა და ნავთობის მინისტრებთან. შეხვედრებზე განხილული იყო საქართველო–ირანის საგარეო–ეკონომიკური ურთიერთობის საკითხები. აღინიშნა, რომ ორივე ქვეყანას აქვს თანამშრომლობის გაცილებით დიდი პოტენციალი. საქართველოს ვიცე–პრემიერის, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ორივე შეხვედრის დროს გამოიხატა დიდი ენთუზიაზმი თანამშრომლობის გაღრმავების მიმართულებით.
მისი განცხადებით, საქართველო მზად არის, აქტიურად ითამაშრომლოს ირანის მხარესთან ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ენერგეტიკა, წარმოება, ვიზიტის ფარგლებში ასევე დაგეგმილია შეხვედრები ირანის პირველ ვიცე–პრეზიდენტთან, ეშაკ ჯაჰანგირისთან და სხვა ოფიციალურ პირებთან. ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი მონაწილეობას მიიღებს საქართველოსა და ირანის თანამშრომლობის ერთობლივი კომისიის მეხუთე სხდომაში, რომელიც დასრულდება ურთიერთგაგების მემორანდუმზე ხელმოწერით. აღნიშნული სხდომა ბოლო ათი წლის მანძილზე საქართველოსა და ირანს შორის პირველად ტარდება. ვიცე–პრემიერი ირანს 19 მაისს დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები