არჩილ თალაკვაძე: შსს-მ შეკრება – მანიფესტაციების კუთხით ახალი სტანდარტი დანერგა
შსს მინისტრის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, 2015 წლის მარტში შსს-მ, მინისტრმა გომელაურმა და მთავრობამ შეკრება-მანიფესტაციების კუთხით ახალი სტანდარტი დანერგა. აღნიშნულ საკითხზე მან ტელეკომპანია GDS-ის ეთერში, გადაცემა „კვირის 20 30“-ში ისაუბრა.
„2015 წლის მარტში შსს-მ, მინისტრმა გომელაურმა და მთავრობამ შეკრება-მანიფესტაციების ახალი სტანდარტი დანერგა, რომელიც აჩვენებს იმას, თუ როგორ უნდა მიუდგეს სახელმწიფო მსგავს აქციებს და ეს სტანდარტი იყო, -როდესაც ოპოზიციურ პარტიას, რომელიც ორგანიზებას უკეთებდა მარტის აქციას, შეხვდა შინაგან საქმეთა მინისტრი. სამივე შემთხვევაში, როდესაც მათ დააანონსეს აქციები, შსს-მ აქციის ორგანიზატორებთან უსაფრთხოების ყველა დეტალი გაიარა და შემდგომში, თქვენც ნახეთ, რომ ეს აქციები ჩატარდა ისე, რომ უზრუნველყოფილი იყო როგორც გადაადგილების, ისე გამოხატვის თავისუფლება… არც ერთი ჟურნალისტი არ შეზღუდულა აქციების გაშუქებაში და არც ერთი ადამიანი არ დაშავებულა – არ მოუტაციათ, არ დაუსჯიათ იმის გამო, რომ ის ამ აქციებზე იმყოფებოდა”, – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ.
მანვე, წინა წლები გაიხსენა, როდესაც “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლება აქციების გამართვას ხელს უშლიდა.
თალაკვაძემ კონკრეტული მაგალითები მოიყვანა და აღნიშნა, რომ დღევანდელი ხელისუფლების პირობებში მსგავსი რამ საქართველოში არ განმეორდება.