ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში სომეხ კოლეგას, ჰოვიკ აბრაჰამიანს მასპინძლობს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში სომეხ კოლეგას, ჰოვიკ აბრაჰამიანს მასპინძლობს.
პრემიერის პრესსამსახურის ინფორმაციით, სომხეთის მთავრობის მეთაური საქართველოს არაოფიციალური ვიზიტით დღეს ეწვია.
პირისპირ შეხვედრაზე, ორი ქვეყნის პრემიერ-მინისტრებმა საქართველო-სომხეთის მეგობრული და კეთილმეზობლური ურთიერთობები განიხილეს და ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებზე იმსჯელეს.
შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა და ჰოვიკ აბრაჰამიანმა ბათუმის ბულვარში გაისეირნეს.
სომხეთის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხვალ დატოვებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები