ხიდაშელი ალასანიას შეხვდა – “რა თემებზე ვაპირებთ მსჯელობას, თქვენთან ლაპარაკს არ ვაპირებ”
ირაკლი ჩემი მეგობარია და რა თემებზე ვიმსჯელეთ, ეს არ არის ტელევიზიაში სალაპარაკო თემა, – ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ყოფილ თავდაცვის მინისტრთან, ირაკლი ალასანიასთან შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა. “ვაპირებ ყოფილ თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრას, რაზე ვიმსჯელებთ, ნამდვილად არ ვაპირებ, მოგიყვეთ.
აბსოლუტურად ყველას ვხვდებით, ირაკლი ჩემი მეგობარია და ბუნებრივია, რომ მასთან შეხვედრები გაცილებით უფრო ხშირი და ინტენსიურად მექნება, ვიდრე მათთან, ვინც არ არიან ჩემი მეგობრები. რა თემებზე ვაპირებთ მსჯელობას, ამაზე თქვენთან ლაპარაკს არ ვაპირებ. მემგონი, ეს არ არის ტელევიზიაში სალაპარაკო თემა” , – განაცხადა თინა ხიდაშელმა. თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი ყოფილ თავდაცვის მინისტრებთან შეხვედრებს მართავს.
ინფორმაცია თინა ხიდაშელისა და ირაკლი ალასანიას შეხვედრაზე ტელეკომპანია “რუსთავი 2”-მა გაავრცელა.