დავით უსუფაშვილი ნატოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით უსუფაშვილი, 17-18 მაისს, ბუდაპეშტში, ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესიაში მიიღებს მონაწილეობას.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, 18 მაისს დავით უსუფაშვილი პლენარულ სხდომას დაესწრება და ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის, მიწვევით, სიტყვით მიმართავს სხდომის მონაწილეებს. ამავე დღეს, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა უნგრეთის ეროვნული ასამბლეის (პარლამენტის) თავმჯდომარესთან-ლასლო კოვერთან. ვიზიტის ფარგლებში, დავით უსუფაშვილი ერთობლივ შეხვედრას გამართავს მონტენეგროს პარლამენტის პრეზიდენტთან, რანკო კრივოკაპიჩთან, ბოსნიას და ჰერცოგოვინას საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლობითი პალატის თავმჯდომარესთან, სეფიკ ძაფეროვიჩთან და მაკედონიის ასამბლეის პრეზიდენტთან, ტრაიკო ველიანოსკისთან.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები