პრემიერმა გურიის ახალი გუბერნატორი წარადგინა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გურიის რაიონების გამგებლებს და ოზურგეთის მერს დღეს გამართულ სამუშაო შეხვედრაზე გურიის ახალი გუბერნატორი გია სალუქვაძე წარუდგინა. მთავრობის მეთაური რეგიონში ახალი სამთავრობო პროექტის – „ძლიერი რეგიონი – ძლიერი საქართველოსთვის“ ფარგლებში იმყოფება. ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს სამთავრობო პროგრამის პრიორიტეტებსა და რეგიონში დაგეგმილ პროექტებზე ესაუბრა. პრემიერმა აღნიშნა, რომ რეგიონების ეკონომიკური განვითარება ხელისუფლების ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით ადგილობრივ დონეზე მხარდაჭერა მნიშვნელოვანია.