რამდენიმე წუთში “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყება

რამდენიმე წუთში კოალცია “ქართული ოცნების” ცენტრალურ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა დაიწყება.

როგორც პოლიტსაბჭოს ერთ-ერთმა წევრმა ზურაბ ტყემალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებს შეეხება. მათ შორის, EBRD-ის ღონისძიების მოლოდინებსა და ასევე პარლამენტის ჩაშლილ სხდომებს.

“გასულ კვირას პარლამენტი ვერ შეიკრიბა, რომ სხდომა ჩატარებულიყო. რა თქმა უნდა, განვიხილავთ იმას, თუ როგორ ჩატარდა EBRD-ის ღონისძიება, რას ველოდებით ამ ღონისძიებისგან, ველოდებით რაიმეს საერთოდ თუ არა და ა.შ. საუბარი გაიმართება ასევე იმ ორი კომიტეტის საკითხზეც, რომლის თავმჯდომარის თანამდებობაც ვაკანტურია”, – განაცხადა ტყემალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები