პუტინმა და ხაჯიმბამ ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ სოჭში ე.წ. სამეკავშირეო ხელშეკრულების შესრულების მიმდინარეობა განიხილეს.

შეგახსენებთ, რომ ეს შეთანხმება ითვალისწინებს თავდაცვის ერთობლივ უზრუნველყოფას, ასევე აფხაზეთში მასშტაბურ ინვესტიციებს რუსეთის ფედერაციის მხრიდან. შეხვედრაზე ვლადიმერ პუტინმა რაულ ხაჯიმბას მადლობა გადაუხადა მოსკოვში 9 მაისის ღონისძიებებზე დასწრების გამო, ვინაიდან ეს იყო „ერთობლივი ბრძოლა ნაციზმის წინააღმდეგ“.

რაულ ხაჯიმბამ განაცხადა, რომ აფხაზეთსა და რუსეთს შორის უკვე გაფორმებულია შეთანხმებები საპენსიო უზრუნველყოფის შესახებ, ასევე საბიუჯეტო ორგანიზაციების მუშაკებისთვის ხელფასების გაზრდის თაობაზე. ამჟამად მიმდინარეობს აქტიური მუშაობა მასალებზე, რომელიც თავდაცვის, საზღვრის დაცვის და აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა ორგანოების საქმიანობასთან არის დაკავშირებული. ხაჯიმბამ პუტინს მადლობა გადაუხადა „აფხაზეთის და აფხაზი ხალხის მუდმივი მხარდაჭერისთვის“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები