ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან დღეს დილით დაკავებული მოზარდები გაათავისუფლეს
ცოტა ხნის წინ ცხინვალის მილიციის იზოლატორიდან ოკუპირებული ტერიტორიის პერიმეტრზე, სოფელ აძვის განაპირას, დღეს დილით დაკავებული მოზარდები გაათავისუფლეს. ორივე მათგანი ერგნეთის საგუშაგოს ტერიტორიაზე სამართალდამცავებს ოსურმა მხარემ ცოტა ხნის წინ გადასცა.
შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტი და შიდა ქართლის სამხარეო პოლიცია დაკავებული მოზარდების გასათავისუფლებლად მოლაპარაკებებს მთელი დღის განმავლობაში აწარმოებდა.
გათავისუფლებულები შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობაში გადაიყვანეს, საიდანაც მალე საკუთარ ოჯახებში დააბრუნებენ. ორივე მოზარდის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ისინი აცხადებენ, რომ მათზე ზეწოლა არ განხორციელებულა.
გორის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა ორი ახალგაზრდა – 15 ლაშა თანაშვილი და 18 წლის ლევან კოკორიანი დღეს დააკავეს. ახალგაზრდები რუსმა ოკუპანტებმა იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ისინი სოფლის განაპირას პირუტყვს აძოვებდნენ.