„ძალიან მნიშნველოვანია, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ასეთ მნიშვნელოვან გზავნილებს გვთავაზობს “
ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თურქეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ასეთ მნიშვნელოვან გზავნილებს გვთავაზობს – ასე გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი თურქეთის დიპლომატიური უწყების ხელმძღვანელის განცხადებას ალიანსის გაფართოებასა და მასში საქართველოს გაწევრიანებაზე.
“ძალიან მნიშვნელოვანია თურქეთი, როგორც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი ყველა მიმართულებით, მათ შორის სამხედრო და უსაფრთოების ტანამშრომლობის სფეროში ასეთ მნიშვნელოვან გზავნილებს გვთავაზობს დღეს, ეს ასევე გვაძლევს საშუალებას გავააქტიუროთ მუშაობა, რასაკვირველია, პროცესი ჯერ მხოლოდ დაიწყო. წინ არის ძალიან სერიოზული სამუშაო ალიანსის ყველა წევრებთან“, – განაცხადა თამარ ბერუჩაშვილმა“-განაცხადა ბერუჩაშვილმა. თურქეთის ქალაქ ანტალიაში ნატოს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების ორდღიანი შეხვედრა გაიმართა. მინისტერიალის მასპინძელი ქვეყნის, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ ალიანსს მოუწოდა, 2016 წლის ვარშავის სამიტზე ნატოს გაფართოება გამოცხადდეს და ალიანსის რიგებში ახალი წევრები, მათ შორის, საქართველოც მიიღონ.