ზვიად კვაჭანტირაძე: ოქრუაშვილის კაციჭამია მეთოდები გვახსოვს
პარლამენტის უმრავლესობის წევრი ზვიად კვაჭანტირაძე, თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის სატელევიზიო ინტერვიუს ეხმაურება. დეპუტატი ირაკლი ოქრუაშვილის წარსულის „საგმირონ საქმეებს“ იხსენებს და მას „კაციჭამიას“ უწოდებს. მისი თქმით, ირაკლი ოქრუაშვილმა ხელისუფლებაში მოსვლისთანავე სხვადასხვა პირებს ბიზნესი წაართვა და დავით კეზერაშვილთან ერთად საქმოსნობდა.
„ვუსმენ ამ ბიჭს და შალვა მახსენდება ბოლო არჩევნების წინ. ქედმაღლობა და ამპარტავნობა საშინელი თვისებებია ადამიანურ თვისებებს შორის. მისი კაციჭამია მეთოდები რომ გვახსოვს, ტელედაპატიმრებები და საყოველთაო ტერორის დანერგვა ქვეყანაში….ზუსტად რომ ვიცით, ხელისუფლებაში მოსვლისთანავე ვის როგორ აახია ბიზნესები და გაიბღინძა, მისი აღიარებები და ბევრი ბევრი სხვა საქმენი საგმირონი რომ გვახსოვს, როგორ მშვენივრად ჭამდა კეზერასთან ერთად და ეწერებოდა სიტუაციაში სანამ პრეზიდენტობის ამბიცია არ გაუჩნდა და მისი ბიჭები მოურიდებლად და ხმამაღლა მას პრეზიდენტად ადღეგრძელებდნენ და ეს მიშამ აღარ აპატია…. ახლა თეთრი კრავი ვარო, გვაბოლებს ტელეეკრანიდან, როგორი მოსასმენია ეს ყველაფერი? ამაზრზენია, ჩემი აზრით. ჩემთვის მისი მოღვაწეობით დაიწყო ნაცხელუსუფლების გაბანძება. ამ პერიოდში უფრო გაპოპულისტებულა კიდეც და გაეშმაკებულა. ვითომ რაღაცეების თქმას გეგმავს სულ და სულ გვამადლის… აღარ გამოვააააა. გავიარეეეეთ…“, – წერს ზვიად კვაჭანტირაძე ფეისბუქის საკუთარ გვერდზე.