რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ორი ახალგაზრდა დააკავეს
გორის რაიონის სოფელ აძვის მიმდებარე ტერიტორიაზე რუსმა ოკუპანტებმა კიდევ ორი ახალგაზრდა – 15 ლაშა თანაშვილი და 18 წლის ლევან კოკორიანი დააკავეს. ახალგაზრდები რუსმა ოკუპანტებმა იმ დროს გაიტაცეს, როდესაც ისინი სოფლის განაპირას პირუტყვს აძოვებდნენ.
არსებული ინფორმაციით, დაკავებულებს დღის ბოლოსთვის ცხინვალში გადაიყვანენ. როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, საინფორმაციო-ანალიტიკურმა დეპარტამენტმა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას ფაქტის შესახებ უკვე შეატყობინა და ელოდებიან დადასტურებას „ცხელი ხაზის“ საშუალებით.
შეგახსენებთ, რომ ბოლო ორი დღის განმავლობაში, ოკუპირებული ტერიტორიის სიახლოვეს ოთხი ადამიანი დააკავეს.