„EBRD-ის რუსეთში საქმიანობა არ შეუწყვეტია, თუმცა ახალი პროექტების დაწყება არ იგეგმება“
EBRD-ის რუსეთში საქმიანობა არ შეუწყვეტია, თუმცა ახალი პროექტების დაწყება არ იგეგმება, – ამის შესახებ EBRD-ის პრეზიდენტმა სერ სუმა ჩაკრაბარტიმ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, ინფორმაცია, რომ მათ შორის კონტაქტი არ არის, მცდარია. მისივე განმარტებით, EBRD-ის აქვს ურთიერთობა რუსეთის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებთან. EBRD-ის პრეზიდენტის განცხადებით, დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას და იმის მიხედვით, გადაწყვეტენ წამოიწყებენ თუ არა ახალ პროექტებს.
“უპირველეს ყოვლისა, მინდა ფაქტები დავალაგოთ, ჩვენ რუსეთში საქმიანობა არ შეგვიწყვეტია, მივიღეთ გზავნილები ყველა ჩვენი აქციონერიდან და მასში ნათქვამი იყო, რომ ახალი პროექტების განხილვა არ უნდა მოხდეს. ეს იყო რაც მოხდა გასულ წელს. ჩვენ მმართველ გუნდში ვითვალისწინებთ მმართველთა გადაწყვეტილებას. ჩვენი წინა პროექტები ხორციელდება, თუმცა ახალი პროექტების დაწყება არ იგეგმება”, – განაცხადა ჩაკრაბარტიმ.
EBRD-ის ყოველწლიურ შეხვედრას, რომელიც საქართველოში მიმდინარეობს, რუსეთის დელეგაციაც ესწრებოდა.