ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას მხარს უჭერს

საქართველოს პარლამენტის უმრავლესობის წევრი ეკა ბესელია შინაგან საქმეთა სამინისტროსგან უსაფრთხოების სამსახურის გამოყოფას და მთავარი პროკურორის დანიშვნის ახალ წესს გამოეხმაურა. ეკა ბესელია აღნიშნულ ცვლილებას მხარს უჭერს. მისივე თქმით, პროკურატურის რეფორმა ძალიან სწრაფად და მოკლე დროში მომზადდა.
„დიდი ხნის განმავლობაში იყო კრიტიკა, უწყების ერთი ქოლგის ქვეშ კონცენტრირებული ფართო კომპეტენციის და ჭარბი უფლებამოსილებების გამო. ამიტომაც იყო ძალიან ბევრი კრიტიკა წინა ხელისუფლების პერიოდში. წინასაარჩევნოდ ვთქვით, რომ ამ უწყებას ჩვენ გავყოფთ.
რაც შეეხება პროკურატურის რეფორმას, რომელიც ასევე ძალიან სწრაფად და მოკლე დროში მომზადდა, აქ პარლამენტის საზედამხედველო ფუნქცია გაიზრდება. მთავარი პროკურორის არჩევის მაღალი ლეგიტიმაცია იქნება“,- ეკა ბესელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები