გიორგი კვირიკაშვილი და ნოდარ ხადური EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს შეხვდნენ
საქართველოს ვიცე-პრემიერი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი და საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური EBRD-ის ფორუმის ფარგლებში EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტს ფილიპ ლეროუს შეხვდნენ.
ეკონომიკის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში EBRD-ის როლზე ისაუბრეს. ასევე, იმ ინვესტიციებზე, რომლებსაც EBRD საქართველოში ახორციელებს და მომავალში გეგმავს განხორციელებას. EBRD-ის ვიცე-პრეზიდენტთან შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ყურადღება გამახვილდა საჯარო-კერძო თანამშრომლობის, პერსპექტივებზე, ე.წ. PPP (Public-Private Partnership) თემებზე. საუბარი შეეხო იმ შესაძლებლობებს, რომლებსაც ეს მექანიზმი ითვალისწინებს, მათ შორის როგორც ენერგოსექტორში, ისე ჯანდაცვასა და განათლებაში.