ბესლან ხაგბა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრად დაინიშნა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო შინაგან საქმეთა მინისტრად ბესლან ხაგბა დაინიშნა. სააგენტო „სპუტნიკის“ ცნობით, ახალი მინისტრი აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ წარადგინა.
როგორც ხაჯიმბამ განაცხადა, ეს გადაწყვეტილება ინციდენტთან არის დაკავშირებული, რომლის შემდეგ უწყების ყოფილი ხელმძღვანელი რაულ ლოლუა თანამდებობიდან გადადგა.
ამასთანავე, ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ მან ლოლუას ახალ თანამდებობასთან დაკავშირებით შეთავაზება უკვე გაუკეთა და ის მასზე ფიქრობს. ლოლუას გადადგომის მიზეზად ინციდენტი სახელდება, რომელიც ე.წ. დაცვის სპეციალურ სამსახურს და სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებს შორის მოხდა. ჩხუბის შედეგად ერთი ადამიანი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მოხვდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები