ზურაბიშვილი ხიდაშელის ფოტოს შესახებ: ის „ბუშლატი“, რაც მოახურეს, იმიტომ ჩააცვეს, რომ შესცივდა. ეს ფოტო არ უნდა გამოქვეყნებულიყო

თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის ჯარისკაცებთან ჩაცმულობის გამო ატეხილ მითქმა-მოთქმას მის წინააღმდეგ აგორებულ სპეკულაციად მიიჩნევს საკრებულოს წევრი, „რესპუბლიკური პარტიის“ წარმომადგენელი დავით ზურაბიშვილი.
ზურაბიშვილის თქმით, ეს ჩვეულებრივი სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც პროტოკოლის მიხედვით ჩაცმა სავალდებულო არ იყო. საკრებულოს წევრი აღნიშნული ფოტოს გავრცელებისთვის ხიდაშელის პრესცენტრს აკრიტიკებს და მიჩნევს, რომ ფოტო, რომელშიც „ბუშლატ“ მოხურული ხიდაშელი იდგა, არ უნდა გამოქვეყნებულიყო.
„ეს იყო მის წინააღმდეგ აგორებული სპეკულაცია. ეს არ იყო ოფიციალური შეხვედრა და პრესცენტრს ეს ფოტოები არ უნდა გამოექვეყნებინა. თინა, საერთოდ, სამოქალაქო ფორმაში დადის და იქაც სამოქალაქო ფორმაში იყო მისული, პროტოკოლის მიხედვით არ იყო გამოწყობილი. ის „ბუშლატი“, რაც მოახურეს, იმ მომენტში ჩააცვეს, იმიტომ რომ შესცივდა. არავინ არ იცოდა, თუ ეს გადაღებული და გამოქვეყნებული იქნებოდა. პრესცენტრის სერიოზული შეცდომა იყო, რომ ეს ფოტო გამოქვეყნდა. ეს სამუშაო შეხვედრა იყო, სადაც ადამიანი არ არის ვალდებული, ოფიციალურად იყოს ჩაცმული. ნებისმიერი ქვეყნის მინისტრს შეიძლება ასეთ ვითარებაში გადაუღო ფოტო“,- აღნიშნა დავით ზურაბიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები