ვლადიმერ პუტინი დღეს რაულ ხაჯიმბას უნდა შეხვდეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი დღეს რუსეთის პრეზიდენტს რაულ ხაჯიმბას შეხვდება. კრემლის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის პერსპექტივებს განიხილავენ.
„განსაკუთრებული ყურადღება 2014 წლის 24 ნოემბერს გაფორმებულ სამოკავშირეო და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რუსულ-აფხაზური ხელშეკრულების რეალიზებაზე გამახვილდება“, – აცხადებენ კრემლში.
ოკუპირებულ აფხაზეთსა და რუსეთს შორის გაფორმებული ხელშეკრულება გულისხმობს თავდაცვისა და უსაფრთხოების ერთიანი სივრცის შექმნას, რაც რუსეთის და აფხაზეთის „გაერთიანებული შეიარაღებული დაჯგუფების შექმნას“ ითვალისწინებს. ასევე ხელშეკრულება ე.წ. საქართველო-აფხაზეთის საზღვარზე ერთობლივ კონტროლს ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები