საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს
საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაციის დამფუძნებლები საგადასახადო კოდექსის 101-ე მუხლის შესრულებას ითხოვენ.”
„მოვითხოვთ შესრულდეს საქართველოს საგადასახადო კოდექსი 101-ე მუხლი. რომლის მიხედვითაც, სახელმწიფო სამსახურში დასაქმებული, რომელიც სარგებლობს სახელმწიფოს კუთვნილი ავტომობილით არასამუშაო საათებში, ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა იხდიდეს ავტომობილის ღირებულების 0,1 % ყოველდღიური დაანგარიშების მიხედვით. მაგალითად, თუ ავტომობილის ფასია 65 000 $, ყოველღიური შესატანი ბიუჯეტში იქნება 65 $ ანუ ყოველთვიურად 1950 $ ერთ ავტომობილზე. იმის გათვალისწინებით, რომ სახელმწიფო სამსახურებში ავტომობილების ღირებულება საკმაოდ მაღალია და რაოდენობრივად არცთუ ისე ცოტა,ბიუჯეტი საკმაოდ სერიოზულ მოგებას ნახავდა ამ კანონის ამოქმედებით. თითოეული ჩვენთაგანის, როგორც გადამხდელის ფული ხმარდება დღეს თანამდებობის პირის ოჯახის წევრების მომსახურებას. ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დაესვას წერტილი. საქართველოს საგადასახადო კოდექსი: მუხლი 101. ხელფასის სახით მიღებული შემოსავლები 1. ხელფასის სახით მიღებულ შემოსავლებს განეკუთვნება ფიზიკური პირის მიერ დაქირავებით მუშაობის შედეგად მიღებული ნებისმიერი საზღაური ან სარგებელი, მათ შორის, წინა სამუშაო ადგილიდან პენსიის ან სხვა სახით მიღებული შემოსავალი, ან შემოსავალი მომავალი სამუშაო ადგილიდან. 2. ამ მუხლის პირველი ნაწილის მიზნებისათვის სარგებლის ღირებულებად ითვლება ქვემოთ მითითებული თანხა, რომელიც მცირდება დაქირავებულის მიერ ამ სარგებლის მიღებისას დამქირავებლისათვის გადახდილი თანხით: ა) ნებისმიერი სახეობის ავტომობილის პირადი სარგებლობისათვის გამოსაყენებლად მიღებისას – შესაბამისი საგადასახადო წლის დასაწყისისათვის ამ ავტომობილის საბალანსო ღირებულების 0,1 პროცენტი დაქირავებულის მიერ ავტომობილის კერძო სარგებლობის მიზნით გამოყენების ყოველი დღისათვის“,-აღნიშნულია განცხადებაში.