მიხეილ სააკაშვილი: ჯონ მაკკეინი უკრაინის რეფორმების საბჭოში მონაწილეობას ოფიციალურად დათანხმდა

აშშ-ს სენატორმა ჯონ მაკკეინმა უკრაინის პრეზიდენტ პეტრო პოროშენკოსთან არსებულ რეფორმების საბჭოში მონაწილეობაზე პრინციპული თანხმობა განაცხადა. ამის შესახებ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დაწერა.
„მაკკეინმა თანხმობა განაცხადა, მან უბრალოდ გარკვეული ფორმალური პროცედურები უნდა გაიაროს აშშ-ს კონგრესის წესების მიხედვით“, – წერს სააკაშვილი.
შეგახსენებთ, რომ პეტრო პოროშენკომ 13 მაისს ხელი მოაწერა ბრძანებულებას რეფორმების საერთაშორისო საბჭოს შემადგენლობის შესახებ. მის ხელმძღვანელად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები