მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატის მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტს უკავშირდება, მოსამართლემ სააკაშვილის ადვოკატის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა. ინტერესების დამცველი მისი დაცვის ქვეშ მყოფის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტას გულისხმობდა.
როგორც გიორგი ჩივიაშვილმა წინასასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, არ ჰქონდა მოლოდინი, რომ მოსამართლე მის შუამდგომლობას დააკმაყოფილებდა.
ადვოკატის თქმით, ამ საქმეში პროკურატურის მთავარი მოწმეები ნინო ბურჯანაძე და ირაკლი ოქრუაშვილი არიან და ეს საქმე წმინდა წყლის პოლიტიკური საქმეა.
საქმის ერთ-ერთი პროკურორის მალხაზ კაპანაძის თქმით, მოსამართლემ ჩათვალა, რომ ბრალდების მხარეს გააჩნია საკმარისი მტკიცებულებები მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, რის საფუძველზეც საქმის არსებითი განხილვა უნდა მოხდეს. საქმის არსებითი განხილვა 28 მაისს დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს დანაშაულებრივი ქმედების ორგანიზება ედება ბრალად, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებით.