ვერის ბაღში ადამიანის თავის ქალისა და ძვლების ნაწილები იპოვეს

თბილისში, ვერის ბაღში ადამიანის თავის ქალისა და ძვლების ნაწილები იპოვეს.
ნაწილები კომპანია „თელასის“ მუშებმა მაშინ აღმოაჩინეს, როდესაც ადგილზე სარემონტო სამუშაოებს ატარებდნენ. მათ ადგილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.
როგორც „კვირას“ შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურში განუცხადეს, აღნიშნულ ტერიტორიაზე სასაფლაო მდებარეობდა და სამუშაოების დროს ძვლების ფრაგმენტები იქნა ნაპოვნი. ამიტომ მომხდარზე გამოძიება არ დაწყებულა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები