„ჩვენი მიზანია, ბიზნესის ხელშეწყობის გზით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლას“

ასოცირების ხელშეკრულების გაფორმება ევროპული ინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯია, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრის გახსნაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მისივე თქმით, ასოცირების ხელშეკრულების, ღრმა და ყოვლისმომცველი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების სწრაფი განხორციელება საქართველოს მთავრობის ურყევი გადაწყვეტილებაა.
“ამ ხელშეკრულებით იქმნება ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცე, რომელიც გვთავაზობს საინვესტიციო და ეკონომიკური ზრდის მრავალმხრივ შესაძლებლობებს. ჩვენი მიზანია, ბიზნესის ხელშეწყობისა და კერძო სექტორის გაფართოების გზით, ხელი შევუწყოთ ქვეყნის ეკონომიკურ წინსვლასა, ცხოვრების დონის ამაღლებას. ეს კიდევ უფრო დაგვაახლოებს საერთო ევროპულ ოჯახთან”, – განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
EBRD-ის ყოველწლიური შეხვედრა და ბიზნესფორუმი საქართველოში 14-15 მაისს იმართება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები