გიორგი მარგველაშვილმა ახალი ბრძანება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკისა და მალის სამხედრო მისიებში საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენელთა მონაწილეობასთან დაკავშირებით ახალი ბრძანება გამოსცა.
გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტს თანხმობის მისაღებად 2015 წლის 11 მაისს გამოცემული ბრძანება წარუდგინა, რომელიც ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში ევროკავშირის სამხედრო მრჩეველთა მისიაში, სწრაფი რეაგირების ჯგუფში მონაწილეობის მიღების მიზნით, საქართველოს შეიარაღებული ძალების ხუთკაციანი ჯგუფის, ხოლო მალის რესპუბლიკაში, ევროკავშირის საწვრთნელ მისიაში მონაწილეობის მიღების მიზნით, ერთი სამხედრო მოსამსახურის გაგზავნას ითვალისწინებს.
პრეზიდენტის ბრძანებაზე, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გატანამდე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში იმსჯელებენ. საკითხზე მომხსენებელი უშიშროების საბჭოს მდივანი ირინა იმერლიშვილია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები