აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრი ჩხუბის გამო გადადგა

უკვე მეორე დღეა აფხაზეთის მოსახლეობა სოციალურ ქსელებში განიხილავს ინფორმაციას ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრის რაულ ლოლუას და სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამმართველოს ხელმძღვანელის დიმიტრი დბარის გადადგომის შესახებ.
ლოლუას და დბარის გადადგომის მიზეზად სოცქსელების მომხმარებლები ინციდენტს ასახელებენ, რომელიც ე.წ. დაცვის სპეციალურ სამსახურს და სოხუმის ე.წ. შინაგან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებს შორის მოხდა, რომლის შედეგად ერთი ადამიანი მძიმე ტრავმებით საავადმყოფოში მოხვდა. საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, სააგენტო „სპუტნიკის“ ინფორმაციით, სეპარატისტული ხელისუფლების წარმომადგენლები ამ საკითხზე კომენტარებს არ აკეთებენ.
შეგახსენებთ, რომ რაულ ლოლუა ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. შინაგან საქმეთა მინისტრად 2014 წლის 15 ოქტომბერს დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები