გრიგორი კარასინი: მე და აბაშიძე მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის მოსამზადებლად ვმუშაობთ

კვლავაც მივიჩნევთ, რომ მაღალი დონის კონტაქტები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს, რადგან მოუმზადებელ კონტაქტებს ყოველთვის არ მოაქვს ღირებული შედეგები – ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, გრიგორი კარასინმა “რია ნოვოსტის” განუცხადა.
“პერსპექტივა ყოველთვის არის, მაგრამ იმისთვის, რომ პერსპექტივა რეალობად იქცეს, მუშაობაა საჭირო. კვლავაც მივიჩნევთ, რომ მაღალი და მით უმეტეს, უმაღლესი დონის კონტაქტები კეთილსინდისიერად უნდა მომზადდეს, რადგან მოუმზადებელ კონტაქტებს ყოველთვის არ მოაქვს ღირებული შედეგები. ჩემი აზრით, ჩვენი ქართველი პარტნიორები ამას კარგად ხვდებიან. სწორედ, მაღალი დონის შეხვედრებისთვის აუცილებელი ნიადაგის შესაბამისად მოსამზადებლად ვმუშაობთ მე და აბაშიძე ორივე ქვეყნის ხელმძღვანელების დავალებით”, – განაცხადა კარასინმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები