კახა კალაძე: უახლოეს მომავალში ლარის კურსის გამყარება უნდა დაიწყოს

ხელისუფლების ყველაზე დიდი გამოწვევა ლარის დევალვაციაა , – ამის შესახებ საქართველოს ვიცე-პრემიერმა, ენერგეტიკის მინიტრმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
როგორც კალაძემ აღნიშნა, ხელისუფლებამ გაატარა ის ღონისძიებები, რაც ლარის გამყარებას ხელს შეუწყობს და ლარის სტაბილიზაცია უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს.
“ჩვენ მოვისმინეთ ფინანსთა მინისტრის, ეკონომიკის მინისტრის, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელის კომენტარი ამ მიმართულებით და ვიმედოვნებთ, რომ ლარის კურსი გამყარდება. ამისათვის არის რამდენიმე მიმართულება. ეს არის უცხოელი ინვესტორების შემოსვლა ქვეყანაში. ეკონომიკის მინისტრისაგან მოვისმინეთ, რომ საპრივატიზაციოდ მომზადდა ობიექტები. ასევე, ვფიქრობ, ეროვნული ბანკის ხელმძღვანელი მთავრობასთან ერთად უნდა მუშაობდეს, რადგან მთავარი ბერკეტები ეროვნულ ბანკს გააჩნია, რათა ჩაერიოს ლარის კურსის გამყარებაში. ყველა ქვეყანაში ეროვნული ბანკის მხრიდან მოხდა ვალუტის გამაგრება. ასე იყო აზერბაიჯანში, თურქეთში, სომხეთში და ჩვენც არ უნდა შეგვეშინდეს ასეთი ღონისძიებების გატარება”, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები