საქართველოსა და მოლდოვას პრემიერ-მინისტრებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და მოლდოვას პრემიერ–მინისტრს, კირილ გაბურიჩს შორის სატელეფონო საუბარი შედგა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა საქართველოს მთავრობის მეთაურის დაგეგმილი ვიზიტის დეტალები განიხილეს და ორ ქვეყანას შორის არსებული მეგობრული და პარტნიორული ურთიერთობების გაღრმავების პერსპექტივებზე ისაუბრეს. საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, მოლდოვას ოფიციალური ვიზიტით ივნისის თვეში ეწვევა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები