პარლამენტის სხდომა ჩაიშალა

პარლამენტის დღევანდელი პლენარული სხდომა კვორუმის არარსებობის გამო ჩაიშალა. საკანონმდებლო ორგანოში დეპუტატთა რეგისტრაცია ხუთჯერ ჩატარდა, თუმაცა კვორუმი არცერთხელ არ შედგა.
როგორც პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, მანანა კობახიძემ განმარტა, დეპუტატების ნაწილი თბილისში, “ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის” ფორუმში მონაწილეობს, რის გამოც ქუთაისში არ იმყოფება, ნაწილი – მივლინებაშია და კვორუმის პრობლემა ამიტომ შეიქმნა.
ამასთან, მისივე თქმით, დეპუტატების ნაწილმა ოპოზიციიდან, რომლებიც დღეს პარლამენტში იყვნენ, რეგისტრაცია ნაწილ-ნაწილ გაიარა.
პარლამენტის პლენარული სხდომა 15 მაისს, 12.00 საათისთვის დაინიშნა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები