თამარ კორძაია ფრაქცია “რესპუბლიკელებში” გადავიდა

ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” წევრებმა ფრაქციის სხდომაზე თამარ კორძაიას ფრაქციაში გაწევრიანების საკითხი განიხილეს და საკითხს მხარი ერთხმად დაუჭირეს.
როგორც ფრაქციის ლიდერმა დავით ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა,
დღეიდან “რესპუბლიკელები” საქართველოს პარლამენტში ცხრა დეპუტატით იქნებიან წარმოდგენილნი.
“დამთავრდა ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების” სხდომა, სადაც განხილული იყო ერთადერთი საკითხი – პარლმენტის წევრის, თამარ კორძაიას “რესპუბლიკური” ფრაქციის წევრად მიღების საკითხი. ფრაქციამ ერთხმად დაუჭირა მხარი აღნიშნლ საკითხს. ,,რესპუბლიკელები” კვლავ ცხრა დეპუტატით გავაგრძელებთ საქმიანობას პარლამენტში”, – განაცხადა დავით ბერძენიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები