ლევან ბერძენიშვილი: თუ კორძაიამ ფრაქცია დატოვა, პარტიის დატოვების შესაძლებლობაც არსებობს

„თუ თამარ კორძაიამ ფრაქცია დატოვა, პარტიის დატოვების შესაძლებლობაც არსებობს”,- ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ლევან ბერძენიშვილი კოლეგის – თამარ კორძაიას ფრაქცია „ქართული ოცნების“ დატოვების საკითხს. დეპუტატი მიიჩნევს, რომ თამარ კორძაიას მიერ ფრაქცია “ქართული ოცნების” დატოვება განხილვის საგანი არ უნდა გახდეს.
“პირადად ჩემთვის ცნობილია, რომ კორძაიამ ეს გადაწყვეტილება მიიღო და დატოვა ფრაქცია. ეს არ იქნება სერიოზული განხილვის საგანი, რადგან მას უმრავლესობის დატოვების შესახებ განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა თუ ფრაქცია დატოვა, პარტიის დატოვების შესაძლებლობაც არსებობს”, – განაცხადა ბერძენიშვილმა.
დეპუტატმა თამარ კორძაიამ ფრაქცია ,,ქართული ოცნება” დატოვა და განცხადებით ფრაქცია „რესპუბლიკელებს“ მიმართა. კორძაიას გაწევრიანების საკითხს ფრაქცია „რესპუბლიკელები“ რამდენიმე საათში გადაწყვეტენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები