ვახტანგ გომელაური: გამოძიება დაადგენს, რამ გამოიწვია ქობულეთის სასტუმროში ხანძარი

შინაგან საქმეთა მინისტრმა ქობულეთში ხანძრის დროს დაღუპული ბავშვების ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, გამოძიების შედეგად დადგინდება, თუ რამ გამოიწვია ქობულეთის სასტუმროში ხანძრის გაჩენა.
„მინდა მათ ოჯახებს მივუსამძიმრო. საშინელი რაღაც მოხდა, დიდი უბედურება. გამოძიება მიმდინარეობს და გამოიკვეთება, საიდან მოხდა ხანძარი, კერა საიდან გაჩნდა და რისი ბრალი იყო. გამოძიება დაადგენს, სასტუმროს ადმინისტრაციის ბრალი იყო თუ დამსვენებლების“, – განაცხადა შს მინისტრმა.
შეგახსენებთ, 10 მაისს, გამთენიისას ქობულეთში სასტუმრო “არმაზი” დაიწვა. ხანძრის შედეგად 3 მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა. გარდაცვლილები 10-დან 11 წლამდე ბავშვები არიან. დანარჩენი 45 ბავშვის გამოყვანა სასტუმროდან დროულად მოხერხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები