ლევან ბერძენიშვილი: არ ვაპირებ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას

„არც მე და არც ჩემი პარტია კომიტეტის თავმჯდომარეობაზე პრეტენზიას არ ვაცხადებთ”, – ამის შესახებ დეპუტატმა ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. ბერძენიშვილის თქმით, საკითხზე უმრავლესობაში იმსჯელებენ და, შესაბამისად, გადაწყვეტილებასაც ისინი მიიღებენ.
,,კომიტეტის თავმჯდომარეობაზე ჯერჯერობით არავინ მოიაზრება, ამაზე ლაპარაკი მიმდინარეობს. არ ვაპირებ კომიტეტის თავმჯდომარის პოსტის დაკავებას. არც მე და არც ჩემი პოლიტიკური პარტია არ აცხადებს პრეტენზიას, მაგრამ სხვაგან შეიძლება პარტიას პრეტენზია ჰქონდეს. ეს საკითხი განიხილება კომპლექსურად. შესაბამისად, იქნება მსჯელობა უმრავლესობაში და, როგორც გადაწყვეტენ, ისე იქნება”, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
საკანონმდებლო ორგანომ ევროპასთან ინტეგრაციისა და აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარეები ორი კვირის ვადაში უნდა აირჩიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები